logo
ENG



გამყრელიძე ოცნების წარდგენაზე: აპოლიტიკური ვარ, მიწვეული ვიყავი, როგორც მხარდამჭერი

20 ივლ 202018:05
3 წუთის საკითხავი
clock 1626
4j3c2au0fq616yh.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა, ამბობს, რომ აპოლიტიკური პიროვნებაა.

ამასთან, მისივე თქმით, ის მმართველი გუნდის პრეზენტაციაზე მიწვეული იყო, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და მხარდამჭერი.

„მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. მიწვეული ვიყავი როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი. წარმოვადგენ სახელმწიფოს ერთ-ერთ ძლიერ ინსტიტუციას, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა კოვიდ-19-თან ბრძოლაში, ამიტომ იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატთა სია წარადგინა. მმართველი გუნდის პრეზენტაციას ქვეყნის წამყვანი ექიმები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე. 


close დახურვა