დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობას, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მიუღია.
მისი თქმით, მსჯელობა გრძელდება.
"გარკვეული მონახაზები არის, რაზეც მთავრობამ თავის დროზე განაცხადა 24 დეკემბერთან დაკავშირებით, იქ პოზიციების შეჯერება მიმდიონარებს", - თქვა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა რისკებს შეიცავს, ამიტომ NCDC რადიკალური ღონისძიებების მომხრეა, თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნილებაც გასათვალისწინებელია.
"რა თქმა უნდა, რისკებს შეიცავს, ამიტომ ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვართ, მაგრამ მეორე მხრივ ასევე უნდა გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნილება", - აღნიშნა გამყრელიძემ.
მთავრობა დაწესებული შეზღუდვების მოხსნას 24 დეკემბერს გეგმავს, თუმცა ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი შეზღუდვების მინიმალური შემსუბუქების მომხრეა.