logo
ENG



განათლების მიმართულება გავაძლიერეთ - აკაკი ზოიძე განათლების მინისტრის დაბრუნებაზე

13 ნოე 201917:39
3 წუთის საკითხავი
 
t8afjvqvvv5zdd4.png

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ ჩხენკელის განათლების მინისტრის პოსტზე დაბრუნებით, განათლების მიმართულება გაძლიერდება.

„პატივს ვცემდით მას, ის არსად წასულა გუნდიდან. გავაძლიერეთ განათლების მიმართულება“, - აცხადებს ზოიძე.

განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კი თვლის, რომ ჩხენკელის კანდიდატურა არის ოპტიმალური.

„შეიძლება საზოგადოებისთვის არ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილება, როცა მინისტრი უბრუნდება თავის პოსტს. დღეს, როცა ჩვენთვის უმთავრესია რეფორმების უწყვეტობა, ექსპერტიზა ბატონი მიხეილის არასდროს დამდგარა ეჭვის ქვეშ. ვფიქრობ რომ მისი კანდიდატურა არის ოპტიმალური,“ - განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელი 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებდა განათლების მინისტრის პოსტს. 2018 წლის ივლისში, მან პოსტი დატოვა, დღეს კი ისევ ძველ პოზიციაზე დაბრუნდა.

 

 


close დახურვა