logo
ENG



განათლების მინისტრი: თუ მშობელს სურს, ბავშვმა დისტანციურად ისწავლოს, შესაძლებლობა ექნება

24 სექ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 
vpriq7d2itog7xn.jpg

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.

"ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე", - აღნიშნა მინისტრმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-6 კლასის სკოლის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.

გორსა და ფოთში აქამდე დისტანციური ფორმატი იყო და პირველ ოქტომბერს ყველა მოსწავლეს ექნება საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სპეციალური საჭიროებების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე შეხვდნენ სპეც მასწავლებელს.

 


close დახურვა