logo
ENG



განათლების მინისტრი:მოხდება მანდატურის სამსახურისა და სფიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერება

19 დეკ 201911:40
3 წუთის საკითხავი
 

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და სამინისტროს მხრიდან განსახორციელებელ ახლა ინიციატივებზე საუბრობს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოხდება მანდატურის სამსახურისა და სფიქო-სოციალური სამსახურის გაძლიერება.

„სამინისტროს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქლოგები აგრძელებენ „მწვანე სკოლის, მე-100 და 169-ე სკოლების მოსწავლეებთან მუშაობას, რათა სტრესის გადალახვაში დაეხმარონ. სახელმწიფოსა და ჩვენი სამინისტროს მიზანია, ბავშვების უსაფრთხოება და მათი უფლებების დაცვა. ყველაფერს გავკეთებთ რომ დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, რომელბიც მსგავს ტრაგედიებს აგვაცილებს. ამ მხრივ, სამინისტროს მიერ დაწყებულია, მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით, სკოლებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება. სადაც მანდატური არაა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადება. სფიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესი დაიწყოს კერძო სკოლებში და სამინისტროს მხრიდან დაიწყოს ამ პროცესის ხელშეწყობა. პრემიერის მხრიდან დაგვევალა და ერთ კვირაში წარმოვადგენთ ზუსტ და გაწერლ გეგმას, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ინიციატივებს და ახალი  სერვისების შექმნას. მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი ჯგუფი გამართავს მორიგ შეხვედრას და ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს“, - განაცხადა ჩხენკემა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. ის რამდენიმე დღეში იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა „მწვანე სკოლის" ინციდენტთან დაკავშირებით, მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

 


close დახურვა