logo
ENG



განათლების სამინისტრო: რისკჯგუფში მყოფ მოსწავლეებს, დისტანციურად მუშაობის საშუალება ექნებათ

08 თებ 202118:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/08/9whu7hcxkxatwqb.png

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რისკჯგუფში მყოფ მოსწავლეებს, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, დისტანციურად მუშაობის საშუალება ექნებათ. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი ცნობა მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციაში უნდა მიიტანონ.

"ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება", - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საკლასო ოთახებში სწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება 15 თებერვლიდან აღდგება. 


close დახურვა