განათლების სამინისტრო სწავლების ელექტრონულ მოდელზე მუშაობს.
როგორც ცნობილია სკოლებში სწავლა 1-ელ აპრილამდე არ დაიწყება, ამიტომ სამინისტრო ამზადებს რეკომენდაციებს პედაგოგებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში.
ანალოგიურ სისტემაზე მუშაობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. როდის ამოქმედდება სისტემა, ამის შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია კვირის ბოლომდე გაავრცელებს.
უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმაზე დარეგისტრირება, სადაც მათ ვიდეოგაკვეთილები გაეგზავნებათ.