logo
ENG



განათლების სამინისტროს სსიპ-ის დირექტორი გადადგა, წყაროს ცნობით, ის გახარიას გუნდში მიდის

26 მარ 202116:55
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/26/y94smurct41sp4l.jpg

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის თავმჯდომარე გადადგა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ფარცვანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაცია თავად გაავრცელა. 

ფარცვანია წერს, რომ ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ასევე მინისტრ მიხეილ ჩხენკელს.  ფორმულას ინფორმაციით, მას მომავალში ყოფილი პრემიერის ახალ პოლიტიკურ გუნდში ვიხილავთ. 

„მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ - რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს.

ასევე დიდ მადლობას ვუხდი განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები", - წერს ფარცვანია სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიამ თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მიზეზი გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა გახდა ნიკა მელიას დაკავების საქმეზე. ჟურნალისტებთან გამოჩნების შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება.


close დახურვა