logo
ENG



განათლების სამინისტროსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

04 თებ 202017:40
3 წუთის საკითხავი
 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის მონაწილე სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. სტუდენტების აქციას შეუერთდნენ შეცვალეს აქტივისტებიც.

„შეცვალე რჩება სტუდენტების მხარეს და უჭერს მხარს მათ პროტესტს. განათლების სამინისტრომ, ფაქტობრივად, დებილები უწოდა ამ სტუდენტებს, თუმცა დებილები მათკენ უნდა მოიკითხონ“, - ამბობს „შეცვალეს“ აქტივისტი, ბექა პაპაშვილი.

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას მართავენ და მოითხოვენ, რომ მათთვის სავალდებულო ზოგადი უნარების გამოცდა მოიხსნას. მათ სურთ, რომ კიევის უნივერსიტეტიდან მობილობით სხვა ქართულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ, თუმცა სამინისტრო ავალდებულებს მობილობის მსურველებს, რომ ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი გზის გადაკეტვას და გზის  სავალ ნაწილზე კარვების დადგმას. 

სტუდენტები აქციებს 25 იანვრიდან მართავენ და აცხადებენ, რომ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებსაც მიმართავენ შიმშილობის სახით.


close დახურვა