ქართველ ვუნდერკინდთან დაკავშირებული სამართლებრივი დავა დასრულებულია. 12 წლის პიანისტისა დაა კომპოზიტორის ბებიამ სასამართლო პროცესი მოიგო. მოსამართლემ ქალის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა სიძის, ანუ ბავშვის მამის სარჩელი. ფორმულამ ამ დავის შესახებ რამდენჯერმე მოამზადა რეპორტაჟი. ბებია ამტკიცებდა, რომ მამა არასრულწლოვანზე ძალადობდა და ბავშვის პროფესიის გამოყენებით, ფინანსური გამორჩენის მიზნით ექსპლუატაციას ცდილობდა. კაცი იმავე ბრალდებებით უჩიოდა სიდედრს. მოსამართლის განაჩენი აღარ ექვემდებარება გადახედვას.