logo
ENG



განაჩენის გამოტანის შემდეგ ჰარვი ვაინშტაინი კვლავ მანჰეტენის საავადმყოფოში გადაიყვანეს

12 მარ 202017:17
3 წუთის საკითხავი
 

განაჩენის გამოტანის შემდეგ ჰარვი ვაინშტაინი კვლავ მანჰეტენის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოლივუდის გავლენიან პროდიუსერს გულ-მკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა.

თებერვლის ბოლოს დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ვაინშტაინს გულზე ოპერაციაც ჩაუტარდა. გუშინ კი სასამართლომ მას გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ბრალდებისთვის 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

2017 წლის შემდეგ ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში ათობით ქალმა დაადანაშაულა. 


close დახურვა