რუსული ხელწერა - ასე ხსნის მის მოწამვლას მამუკა მამულაშვილი. უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი ოკუპანტებმა მოწამლეს, არ გამორიცხავს ქართველი სპეცსამსახურების კვალსაც. გერმანიაში მომზადებულ ლაბორატორიულ დასკვნაში წერია, რომ მამულაშვილის სისხლში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის - ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი აღმოჩნდა. ამ გზით მამულაშვილის ლიკვიდაციის ეს უკვე მესამე მცდელობაა.