logo
ENG



განმუხური-ანაკლიას გზაზე მომხდარ ავარიას 2 მორაგბე ემსხვერპლა

05 აგვ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 
xtf3y749tm5xbju.png

 

ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა.

როგორც ზუგდიდის სარაგბო კლუბი სოციალურ ქსელში წერს, ავარიას 2 ზუგდიდელი მორაგბე: იაკობ ოთხოზორია და ლევან მაქაცარია ემსხვერპლა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა