განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს. არსებული ინფორმაციას, მას ჭრილობები დანით მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობას გულისხმობს. მათი ცნობით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.