logo
ENG



განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

09 ოქტ 201919:49
3 წუთის საკითხავი
 
pc7rrtwztdjqr6f.jpg

მოსამართლემ ბოლო დროის ერთერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებს შორის არიან ყოფილი და მოქმედი პოლიციელები.

გამოძიებას მკვლელობის იარაღი ან სხვა მტკიცებულებები არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მტკიცებულება უკვე განადგურებულია. 

განსასჯელის სკამზე მსხდომებიდან მხოლოდ მოკლულის მეგობარი გიორგი გეთაშვილი საუბრობდა. გეთაშვილი ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ მას ჩვენება ძალადობითა და მუქარით მიაცემინეს. საქმის მასალების მიხედვით, გეთაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულებთან წინასწარი შეთანხმებით სახლიდან გაიყვანა დავით მუმლაძე და პოლიციელებს დანიშნულების ადგილზე მიუყვანა. გეთაშვილის ადვოკატმა დღეს სასამართლოს მისი თავდებით გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ლარი შესთავაზა, რაც სასამართლომ არ გაითვალსწინა. 

 


close დახურვა