სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ტელემაუწყებლების შემდეგ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს მხარდაჭერას ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიები უცხადებენ.
დილიდან სოციალურ ქსელში მედიასაშუალებების გვერდებზე სოლიდარობის გამომხატველი ფოტები გამოჩნდა. ამ დროისთვის სოლიდარობის კამპანიას უკვე 20-ზე მეტი გამოცემა შეუერთდა.
აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტები და უფლებადამცველები განსხვავებული აზრის დევნად აფასებენ. ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ პროკურატურას მიმართა.