logo
ENG



განცხადება იყო არაკორექტული - ოცნება კუხიანიძესთან დაკავშირებით განცხადებას ხვალ გააკეთებს

16 დეკ 201913:13
3 წუთის საკითხავი
 
fzjyx5pr0p1trfq.jpg

დაატოვებინებენ თუ არა დეპუტატის მანდატს საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძეს - განცხადებას "ქართული ოცნება" ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ საკრებულოს ტავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციურ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა საკრებულოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ტყემალაძეს „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია შეხვდნენ. 

გარდა ამისა, ტყემალაძე კუხიანიძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატის პოზიცია მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. 

“ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ.

თანაგუნდელს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც აკრიტიკებს. ამასთან, ის მანდატის დატოვების საფუძვლებს განმარტავს. 

„არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ გაგვაჩნია იმისი, რომ მოვთხოვოთ ვინმეს საკრებულოს მანდატის დატოვება. მანდატის დატოვების რამდენიმე საფუძველი არსებობს: ერთი - გარდაცვალება, მეორე- სისხლის სამართლის საქმის დაწყება, ასევე პირადი განცხადების საფუძველი. კუხიანიძემ გამოხატა პოზიცია, რომელიც მისაღები არ იყო არავისთვის. ეს დააფიქსირა ყველამ. გუნდის შიგნით რასაც გადავწყვეტთ გაგაგებინებთ“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა. 

"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ!", - ამ მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან "სამოქალაქო მოძრაობის" წევრები აქციას მართავდნენ. მათ საკრებულოს თავმჯდომარესთან სურდათ შეხვედრა. პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ტყემალაძესთან შეხვედრა შეძლეს.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება

კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმა, კუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, .. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის .. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.

14 დეკემბერს გაფრინდაშვილის .. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს.

  

 


close დახურვა