გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭს უკვე მეორე დღეა ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა, შემდეგ კი სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.
ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია მობილიზებული.
არასრულწლოვანი მდინარეში გუშინ გაუჩინარდა.