logo
ENG



გარდაბანში, ნაადრევი ქორწინების გაპროტესტების გამო, მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენეს

14 ოქტ 201920:32
3 წუთის საკითხავი
 
cjzdvhdckvju5db.png

 

ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ამცირებენ სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს, გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის სოციალური ქსელის სათემო ჯგუფში აიტვირთა. სოფლის უხუცესები ქართულენოვან მასწავლებელს სკოლის ეზოში ბოდიშის მოხდას მისი ფეისბუქ სტატუსის გამო აიძულებენ. სოციალურ ქსელში ჰამიდ სადიხლიმ თავისი მოსწავლე გოგონას მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ნაადრევი ქორწინება გააპროტესტა. ამის შემდეგ გოგონა ოჯახს დაუბრუნდა და სწავლა გააგრძელა.

სტატუსის გამო, განაწყენებულმა სოფლის მცხოვრებლებმა ახალგაზრდა მასწავლებელი დაიბარეს და  მომხდარის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის ამსახველი ვიდეო კი გამოაქვეყნეს. ჰამიდ სადიხლის მეგობრების ინფორმაციით, ადგილობრივები სკოლის დირექციაზე ზეწოლასაც ახდენენ მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ჰამიდ სადიხლის გარდაბნის პოლიციაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. პოლიციაში მისვლამდე მან თქვა, რომ საჩივარი თვითონ არ დაუწერია, ამიტომ მისთვისაც გაუგებარი იყო რის საფუძველზე დაიბარეს პოლიციაში. მასწავლებლის მხარდასაჭერად თბილისში შეიკრივბნენ მისი მეგობრები. ისინი მასწავლებლის საჯარო ბულინგს აპროტესტებენ და ჰამის სადიხლის თანადგომას უცხადებენ. გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

ავტორი:სოფო ვარდიაშვილი.

 

 


close დახურვა