გარდაბანში ათეულობით პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ორი სოფლის მცხოვრებს შორის რესტორნის მიმდებარედ მოხდა.
მომხდარი ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.