გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი თევზაობდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. ინციდენტი დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველი და 2 მყვინთავი მონაწილეობს. ტერიტორიაზე ასევე ექსპერტკრიმინალისტებიც იმყოფებიან.