სიმსივნით დაავადებული მაია ქართველიშვილი, რომლის გადასარჩენადაც შვილები ტაქსის მძღოლობით აგროვებდნენ თანხას, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ერთ-ერთი შვილი, ნიკა ქართველიშვილი Facebook-ზე წერს.
“მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ,” - წერს ნიკა ქართველიშვილი.
54 წლის მაია ქართველიშვილი თურქეთში მკურნალობდა. მას სიცოცხლის გადასარჩენად მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, რაც 150 000 დოლარი ღირდა.