ბათუმში რამდენიმე საათის წინ დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, კაცი ნარკოლოგიურ ცენტრში შედიოდა, როცა ნიღბიანი კაცი თავს დაესხა და რამდენჯერმე ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.