რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გარდაიცვალა კაცი, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახვედრად, მდინარე ენგური გადმოცურა.
როგორც რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ოჯახის ნათესავმა განუცხადა, კაცმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან მდინარე მეუღლესთან ერთად გადმოლახა და გარდაიცვალა საკუთარი შვილის მანქანაში, რომელიც მშობლებს საოკუპაციო ხაზთან ელოდებოდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 112-ში შეტყობინების შესვლის შემდეგ, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პატრული მივიდა, მაგრამ კაცი შვილის მანქანაში გარდაცვლილი დახვდათ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.