გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაბა წაღვერის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 60 ჰექტარ ფართობზე ახორციელებს.
ეროვნლი სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობას შეხვდა და მოსახლეობას სანიტარული ჭრის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ნიკოლეიშვილის თქმით ჭრების დანიშნულება ტყის კორომების გაჯანსაღებაა, ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.
ეროვნული სატყეო სააგენტო, სანიტარული ჭრების პარალელურად, ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს. სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელ-მბეჭადვი ქერქიჭამია, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და დააზიანა ტყეების ხარისხი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე 26000 ჰექტარ ფართობზე 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა, დასკვნის საფუძველზე დაიგეგმა ღონისძიებები, 2013 წლიდან ტერიტორიაზე მუდმივად ტარდება მონიტორინგი. 2013-2019 წლებში დაჭერილ და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. ღონისძიება 2020 წელსაც გაგრძელდება.