logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო: 12 მარტს მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი

10 მარ 202121:30
3 წუთის საკითხავი
 
გარემოს ეროვნული სააგენტო: 12 მარტს მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი
ვახო ქარელი/ფორმულა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი.

12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალ მთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.


close დახურვა