logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტო კლდის ჩამოშლაზე: ამ ეტაპზე, საფრთხე მინიმალურია

27 აგვ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/27/vrmjebywx78q618.png

შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საფრთხე მინიმალურია.

"პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები", - ნათქვამია განცხადებაში.

მონასტერთან კლდის ნაწილი დღეს, 27 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


close დახურვა