logo
ENG



გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

05 თებ 202315:56
3 წუთის საკითხავი
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მომდევნო დღეებში საქართველოს მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 

სააგენტოს ინფორმაციით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში კი ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.


close დახურვა