logo
ENG



გარემოს სააგენტო: 16-18 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია წვიმა

15 მარ 202115:49
3 წუთის საკითხავი
 
გარემოს სააგენტო: 16-18 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია წვიმა
ვახო ქარელი/ფორმულა

გარემოს სააგენტო: 16-18 მარტს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  16-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.

18 მარტს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, ზღვაზე იქნება 3-4 ბალიანი ღელვა.

მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შედეგად თოვლის ინტენსიურმა დნობამ და თანდართულმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


close დახურვა