logo
ENG



გართულებების თავიდან ასაცილებლად პნევმოკოკის აცრა ნამდვილად იქნება ეფექტური - ტიკარაძე

13 აპრ 202015:19
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე ან 60 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა პნევმოკოკის აცრით მას შემდეგ გახდება სავალდებულო, რაც პროექტზე მუშაობა დასრულდება. 

მინისტრის განმარტებით, ამ ვაქცინით ბევრი გართულების პრევენცია იქნება შესაძლებელი.  

"გართულებების თავიდან ასაცილებლად ეს აცრა ნამდვილად იქნება ეფექტური, ვინაიდან ამ აცრასთან დაკავშირებით არსებობს არა ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომ ის არის ეფექტური. ბევრი წამყვანი ქვეყანა მიმართავს ამ აცრებს. ჩვენ შემთხვევაში მიმდინარეობს დეტალური დამუშავება იმ აცრების კალენდრის, თუ როდის მოხდება ქრონიკული დაავადების მქონე პირების აცრა პნევმოკოკის აცრით. როგორც კი პროექტი იქნება დასრულებული ამ ღონისძიებებს მივმართავთ", - განაცხადა ტიკარაძემ. 


close დახურვა