იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მოგიგ კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრება დასრულდა. სხდომა 3 საათზმეტ ხანს გაგრძელდა. პირველი კონკურსის შედეგად შერჩეული 20-0კაციანი სია კი, დასამტკიცებლად უკვე პარლამენტშია. იუსტიციის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ლევან თევზაძის კანდიდატურა, ფაქტობრივად, უკვე შერჩეულია და ეს პროცესი ფორმალურია.
განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია არამოსამართლე წევრების კითხვამ, არსებობს თუ არა ნეპოტიზმი სასამართლო სისტემაში.
„გცოდნიათ რა არის ნეპოტიზმი, ძალიან კარგი. გჭირდებათ თუ არა ლევან გზირიშვილის მხარდაჭერა? ეს არის ორმხრივი გარიგება, გარიგებული ხართ კლანთან“ - განუცხადა სხდომაზე ლევან თევზაძეს ნაზი ჯანეზაშვილმა.
დღესვე სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება სასამართლოში ნეპოტიზმის არსებობის შესახებ. ანა დოლიძის თქმით, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ მიერ გაჟღერებულ ბრალდებას.
„მოქმედმა მოსამართლემ გამოაქვეყნა კრიტიკული განცხადება კლანის მიმართ, რომელმაც ისევ მისი ფავორიტები ჩარიცხა სკოლაში. ბრძოლა უზენაესი სასამართლოს დაკავებისთვის გამოვიდა ღია ასპარეზზე. მოქმედი მოსამართლე პირდაპირ, ღიად დაუპირისპირდა კლანს, რომელიც აკონტროლებს იუსტიციის საბჭოს“, - აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე.
სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილია, რაზეც საბჭომ მეორე კონკურსი გამოაცხადა და თევზაძის კანდიდატურა სწორედ ამ ადგილზე განიხილება. პირველი კონკურსის შედეგად შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სია უკვე გადაგზავნილია პარლამენტში და კანდიდატები ელოდებიან კენჭისყრას.