ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჰამასმა წითელ კვარს 6 მძევალი გადასცა.
"წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციას მიხედვით, 6 ებრაელი მძევალი უკვე გადაჰყავთ ისრაელის ტერიტორიაზე", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
ცნობილია, რომ მანამდე ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. ისინი უკვე ისრაელში არიან. საერთო ჯამში 30 ნოემბერს ტერორისტულმა ორგანიზაციამ 8 მძევალი გაათავისუფლა.
ზავის თანახმად, ჰამასმა დღეში 10 მძევალი უნდა გაათავისუფლოს.