logo
ENG



გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა ხერსონზე 68 შეტევა განახორციელეს, არის მსხვერპლი

14 აპრ 202310:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/14/l1t24xjjsqxbgqm.jpg

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა ხერსონის რაიონზე 68 შეტევა განახორციელეს - გამოიყენეს მძიმე არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და 280 ჭურვი გაისროლეს. ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

მისივე თქმით, მტერმა უშუალოდ ქალაქ ხერსონს 4-ჯერ ესროლა.

რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

შეტევის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ხერსონის პარკის ზონა.


close დახურვა