სოფელ პერევის მცხოვრები კვლავ ოკუპანტების ხელში რჩება. გიორგი მოსიაშვილი ხასიათის ტბაზე სათევზაოდ წავიდა და იქიდან გაიტაცეს. ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ კაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და, ოჯახის ინფორმაციით, მისთვის აუცილებელია წამლები. უკანონო პატიმრობა ხშირია, ირკვევა, რომ ბოლო დაკავებულის გასათავისუფლებლად თანხა საოკუპაციო რეჟიმს ახლობლებმა გადაუხადეს. სულ უფრო ბუნდოვანია პასუხი კითხვაზე - რას აკეთებს ხელისუფლება?