logo
ENG



გატაცებული ქართველის ჯანმრთელობაზე, რომელიც დაჭრილია, ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება

12 ივლ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დამკვირვებლები იმ ადგილასაც მივიდნენ, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცეს.

ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ არ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას გატაცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ცნობილია, რომ ის ოკუპანტებს ახალგორის დროებით დაკავების იზოლატორში ჰყავთ.

ზაზა გახელაძე რუსმა ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს - ის ფეხშია დაჭრილი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ოჯახს არ აქვს.


close დახურვა