ხმაური და გაფიცვა სურამში. ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლები დირექტორის მოადგილის წინააღმდეგ. ბადრი ტაბატაძე ყოფილი პოლიციელია. ამ თანამდებობაზე ერთხელ უკვე მუშაობდა და დასაქმებულებთან კონფლიქტი მაშინაც ჰქონდა. სურამში ეჭვი აქვთ, რომ მოადგილეს მფარველობს და ზურგს უმაგრებს სწორედ პოლიცია. პირველი თებერვლიდან ფსიქიატრიულ კლინიკას დირექტორიც ახალი ჰყავს.