logo
ENG



გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

12 მაი 202421:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/mo3fbcmgr2jgkox.jpg

გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.

მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებზე მკაფიო განცხადებას გააკეთებს.

"ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი მოვლენებიდან გამომდინარე,ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა უერთდება მასობრივ პროტესტს და საყოველთაო გაფიცვას.

ჩვენ, მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ მიუღებელია ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჩვენი თანატოლების მიმართ.

ასევე, ვიაზრებთ რუსული კანონის სიმძიმეს და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არა რუსულ კანონს! გვჯერა, რომ სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში და ვიქნებით ის ცვლილება, რომელიც გვინდა ვიხილოთ. ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტი გააკეთებს მკაფიო განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შინ, ევროპისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა