logo
ENG



გაჩერებული ქალაქი და ტენდერი საახალწლო კონცერტისთვის

03 დეკ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

გალა კონცერტები, ბიოტუალეტები, სცენები, პოდიუმები - სხვადასხვა ღონისძიებისთვის დედაქალაქის მერიამ პანდემიის დროს 3 მილიონ ლარამდე გამოყო. კორონავირუსის დროს გაჩერებულ ქვეყანაში, მერია სადღესასწაულო სამზადისს არ წყვეტს. ნაძვის ხის მოსართავად 600 ათასი ლარის გამოყოფის შემდეგ, ამჯერად გამოცხადებული ტენდერები 2021 წლის კონცერტებს ეხება. ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ მერია ტენდერებიდან კორუფციული გარიგებებით შემოსავლის მიღებას ჩქარობს.


close დახურვა