ქართული ოცნების ყოფილმა პრემიერმა და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მის პარტიაში მასზე უკეთესი არაერთი მერობის კანდიდატია.
"ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ რეგიონების ნაწილში კანდიდატები პარტიას უკვე მზად ჰყავს, ნაწილში კი - არა.
ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია გახარიამ დღეს გამართა, საჯარო აუდიტორიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარუდგინა და მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.
გახარიამ განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი "ერთიანდებიან საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ".