logo
ENG



გახარია: 2021 წლიდან პენსიონერებს პენსია მინიმუმ 20 ლარით გაეზრდებათ

24 აპრ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ პენსიონერების დახმარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2021 წლიდან პენსიონერებს პენსია გარანტირებულად გაეზრდებათ.

„პენსიონერებზე ზრუნვა საკანონმდებლო დონეზე იქნება გამყარებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, რაც ფასების ზრდას უზღვევს პენსიონერებს. 2021 წლიდან პენისონერებს გარანტირებულად გაეზრდებათ პენსია 20 ლარი, ხოლო 70 წელს ზევით 25 ლარით, ეს არის გარანტირებული ქვედა ზღვარი. ამით 410 000 საქართველოს პენსიონერი ისარგებლებს“, - განაცხადა გახარიამ. 


close დახურვა