პირველი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, 70 წელს ზემოთ პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ.
"ჩვენს პენსიონერებს, 70 წლის ზემოთ, პენსია დამატებით 30 ლარით გაეზრდებათ. მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა ჩვენი სოფლად მცხოვრები პენსიონერები, მაღალმთიან რაიონებში, უფრო გაზრდილ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.