logo
ENG



გახარია: დავიცვათ დისტანცია, არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს - ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში

23 მარ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მართლამდიდებლურ ტაძრებში ხალხმრავალი წირვების ჩატარების საკითხს გამოეხმაურა  

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ეკლესიას შეკრებას ღიად ვერ უკრძალავს და მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

"დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი: დავიცვათ ერთმანეთთან დისტანცია და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს - ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაცა საუბრობს იმაზე, 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. როდესაც ვიღაცებს უნდათ თავისი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც სენსიტიურია და არ არის მარტივად გადასაწყვეტი, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა ის მრევლია თუ არა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობაა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს 2 მეტრი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიას ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში 21 მარტიდან 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა ეკლესიამ ზიარების წესი არ შეცვალა და ეკლესიებში წირვა მაინც მიმდინარეობს. ეკლესიების ნაწილში სასულიერო პირები მრევლის დისტანციას აკონტროლებენ, ნაწილში კი, კონტროლი არ ხდება. 

 

 


close დახურვა