logo
ENG



გახარია: დღეს, საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს

27 ივნ 202614:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/27/qyt2kg19jpr5hmd.png

გიორგი გახარია განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას. მისი თქმით, დღეს, საქართველოში, ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს. გახარია აღნიშნავს, რომ მისი პარტიის პარლამენტში შესვლის მიზანი იყო, არ დაეტოვებინათ ხალხი მხოლოდ "ქართული ოცნების" იმედად. 

გახარიას თქმით, ოპონენტებზე თავდასხმებს ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა, რომლითაც "ქართული ოცნების" უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირები სარგებლობენ.

"ჩვენ პარლამენტში იმისთვის შევედით, რომ მოქალაქეები - მათ შორის ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა – მათი საჭიროებებისა და პრობლემების პირისპირ მარტო არ დაგვეტოვებინა; რათა გამოგვეყენებინა ყველა საპარლამენტო მექანიზმი მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და პარლამენტში განსხვავებული ხმების გასაჟღერებლად. ამ მისიიდან არასოდეს გადაგვიხვევია.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს, რომ საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ქვეშ აყენებ თავს.

ამ ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობის განცდა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფი პირები სარგებლობენ", - წერს გახარია.

გუშინ, 26 ივნისს, "ქართული ოცნების" პარლამენტში, სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატები და "ქართული ოცნების" წევრები.

დაპირისპირება მოჰყვა, "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.


close დახურვა