logo
ENG



გახარია: ვერავინ მომიყვანს მაგალითს, რომ 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე

13 ივნ 202014:44
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ მისი შენაძენი მხოლოდ ავტომობილია, რომელიც მეუღლისთვის იყიდა, მისმა მშობლებმა კი კახეთში უძრავი ქონება გაასხვისეს. გახარია ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება არ შეუძენია. პრემიერი, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების გავრცელებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

„ოპოზიცია ბევრ რაღაცას ამბობს. რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და ახლა მოსდევენ ამ ყველაფერს. მე, საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, არ შემიძენია. ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ვერავინ ვერასდროს ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაცა, 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში რაღაც შევიძინე. ასევე ჩემმა მშობლებმა, მაგალითად, გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში. იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი. აქ ეს ადამიანი იყო შემძენი. როცა იყიდი, მაშინ ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი, მერე ის ხდება პრობლემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


close დახურვა