პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ფერმერების დახმარების პროგრამა წარადგინა.
როგორც პროგრამიდან ირკვევა სახელმწიფო ფერმერებს 1 ჰექტარზე 200 ლარით დაასუბსიდირებს.
„დღეს ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობაზე. სოფლის მეურნეობის მინისტრი წარმოგვიდგენს ანტიკრიზისულ გეგმას, რომელსაც ქვია „ზრუნვა სოფელზე“. ამ პროგრამის მიზანია, რომ აგრარული პროცესი ქვეყანაში არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა გეგმა იმ პროგრამების დასახმარებლად, რომლებიც უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერების დასახმარებლად.
"თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე სახემწიფოსგან მიიღებს დახმარებას 200 ლარის სუბსიდირებით. საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომელთაც დაახლოებით ათი ჰექტარი მიწა გააჩნიათ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით.
"ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე 1 ლარით იაფი. საწვავის ფასი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვმუშაობთ. აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება. ყველა ფერმერს სარწყავი წყალი ექნება უფასო 20 წლის განმავლობაში. თითოეული ფერმერი, რომელსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდა, სახელმწიფო ფულის სახით დაეხმარება 50%-ით. ეს ყველაფერი ძალაში შევა და ფერმერებს შეუძლიატ მიამრთონ შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან. ეს ფერმერების დახმარების მცირე ნაწილია. ყველა ეს დახმარება შეეხება 200 000 ფერმერს დაახლოებით და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი 300 000 მილიონი ლარი იქნება“, - განაცხადა გახარიამ.