logo
ENG



გახარია: იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა

30 იან 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
zgftt87s0hh9dax.jpg

„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა,“ - ამის შესახებ განცხადებას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აკეთებს, რითიც კიტა იზორიას დაკავების ვიდეოს ეხმაურება.

მისი განცხადებით, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ხოლო რაც კადრებში ნახა უკიდურესად მიუღებელი და ამაზრზენია.

„იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად, თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებში ვნახე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.


close დახურვა