logo
ENG



გახარია: კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა ტყუილად მივედი

03 სექ 202121:32
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა ტყუილად მივედი
ინფორმაცია კალაძისა და გახარიას შეხვედრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა ამას თბილისის მერი უარყოფა და ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია "სისულელეა". შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ 31 აგვიტოს დადასტურდა. 

1-ელ სექტემბერს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარიას ქართულ ოცნებასთან ფინანსური გარიგების მცდელობა ჰქონდა. როგორც მან აღნიშნა, გახარია ოცნების გუნდისგან ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა. 

ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან ეს ინფორმაციაც უარყო და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

ამავე დროს, გახარიას გუნდის წევრმა, ლევან დოლიძემ ფორმულას ეთერში გიორგი გახარიას და კალაძის შეხვედრა დაადასტურა. სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში მან თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმა მოქმედი მერი საქმის კურსში ჩააყენა და შეხვედრაზე უთხრა, რომ თბილისის მერობაზე თავის კანდიდატურას აყენებდა.


close დახურვა