პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "დისკომფორტი არ აქვს" თუ მას, ან მისი პარტიის წევრებს უთვალთვალებს სახელმწიფო. მისი თქმით, პრობლემა არა ეს, არამედ, სახელმწიფო რესურსის ხარჯვაა.
"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. უბრალოდ, აქ სამწუხარო არის ის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. ვიცი, ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იღებენ. ეს მათთვის უხერხულობას ქმნის. მთავარი გამოწვევა არის ის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს, როდესაც ქვეყანას უამრავი გამოწვევა აქვს, კოვიდია, პანდემია, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო, რესურსი იხარჯება, თორემ მითვალთვალონ, მე არ მაქვს პრობლემა“,-აღნიშნავს გახარია", - თქვა გახარიამ.
დღეს, 17 აგვისტოს, გახარიას პარტიის წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები დაყვებიან.
ქემოკლიძის თქმით, თელავსა და გურჯაანში საარჩევნო შეხვედრების დროს გიორგი გახარიას ავტომობილს მანქანებით მიყვებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვის ხვდება ყოფილი პრემიერმინისტრი.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი 2011-2012 წლის "მავნებლურ პრაქტიკას" იმეორებს.