logo
ENG



გახარია: მინდა დაგპირდეთ, რომ არ მეშინია არცერთ თემაზე საუბრის, ყველა კითხვას ვუპასუხებ

29 მაი 202118:25
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ახალი პოლიტიკური მოძრაობის საქართველოსთვის პრეზენტაციაზე დებს საჯარო პირობას, რომ ნებისმიერ საკითხზე არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს. 

"მინდა დაგპირდეთ და დაგარწმუნოთ, რომ არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაშიც მონაწილეობა მიმიღია და როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერ კითხვაზე პასუხი", - ამბობს გახარია, - "ასე გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯის ძირითადი განმსაზღვრელი არგუმენტი და ფაქტორი იყო ფასეულობები, ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურება". 

საჯარო პირობის მიუხედავად, 2020 წლის სააარჩევნო კამპანიის დროს გიორგი გახარია, რომელიც ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი იყო, ოპოზიციურ მედიებთან საერთოდ არ ურთიერთობდა. 

მას არ მიუღია მონაწილეობა არცერთ დებატში, რომელიც ოპოზიციური ლიდერების მონაწილეობით იმართებოდა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ არცერთ სატელევიზიო მედიას არ სტუმრობდა. 

გახარიას პარტიის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერი უკვე აირჩიეს. 


close დახურვა