logo
ENG



გახარია: პროპროციული სისტემის შესახებ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ 2024 წელს

15 ნოე 201920:06
3 წუთის საკითხავი
 
vkp0t7nueora2pd.jpg

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ სახელმწიფომ დანაპირები შეასრულა და ეს აღნიშნულია ქვეყნის კონსტიტუციაშიც. კერძოდ, დანაპირები შესრულდება 2024 წელს. 

"ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია. ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ესაა გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ და გვინდოდა რომ განხორციელებულიყო. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ეს კონსტიტუციაში გვიდევს, 2024 წელს,"- აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, მისი თქმით უმრავლესობამ იმსჯელა მხოლოდ ბიუჯეტზე, რადგან ეს დოკუმენტი ქვეყნისთვის უმთავრესია.

"ვიმსჯელეთ მხოლოდ ბიუჯეტზე, რადგან ეს ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტია. ასევე ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას. პოლიცია დაიცავს ხალხის უსაფრთხოებას, სახელმწიფო იზრუნებს ბიუჯეტზე. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, არ დაგვავიწყდეს რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო გადაწყვეტილება, რასაც პროცედურები სჭირდებოდა. სამწუხაროდ ვერ გაიარა ამ ცვლილებამ ეს პროცედურა. საბედნიეროდ ეს ინიციატივა ჩვენ გვიდევს კონსტიტუციაში,"- განმარტა გახარიამ.

 


close დახურვა